გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1 განცხადება;
1.2 პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.3 პირადობის მოწმობის ასლი;
1.4 სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.5 სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.6 სიგელები;
1.7 სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.8 ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
საბუთები მიიღება 2025 წლის 18 თებერვლიდან – 24 თებერვლის არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.